Loading data...
ლინდსი გრემის ადგილი სენატში მისმა დამ დაიკავა

გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დამ, დარლინ გრემ ნორდონმა სენატში მისი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ამის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. ტრამპის მოწოდებების შემდეგ სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის და სენატორად დანიშნა.

„ეს არის ლინდსის მიმართ პატივის ნიშანი. ლინდსი გრემს ძალიან უყვარდა თავისი და“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

ნორდონი ამ თანამდებობას 2027 წლის 3 იანვრამდე დაიკავეს. ნოემბერში კი აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, სადაც გადაწყდება, ვინ დაიკავებს სენატორის თანამდებობას მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

ცნობისთვის, სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისს 71 წლის ასაკში, აორტის განშრევების შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა.