Loading data...
ლინდსი გრემი სანქციებით დაემუქრა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ გაცემულ დაკავების ორდერს შეასრულებენ

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან დააპატიმრონ ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ის აღნიშნავს, რომ სანქციები დაწესდება.

„თქვენ თუ, როგორც სახელმწიფო, დაეხმარებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს და გალანტის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის აღსრულებაში, მე დაგიწესებთ სანქციებს, როგორც სახელმწიფოს. თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გარიყულ ჰააგის სასამართლოსა და ამერიკას შორის“, - განაცხადა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა. 

სენატორმა აღნიშნა, რომ მუშაობს რესპუბლიკელ სენატორთან, ტომ კოტონთან ერთად კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ნებისმიერი პოლიტიკოსის დაკავებას.

„ნებისმიერი მოკავშირე, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თუ შეეცდებით ISS-სი დახმარებას, ჩვენ დაგიწესებთ სანქციებს“, - დასძინა სენატორმა.