Loading data...
ლიკვიდირებულია „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერი - ისრაელის საჰაერო ძალები

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერი საიდ ატალუ ალი. ამის შესახებ ისრაელის საჰაერო ძალების და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის  ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება CNN.

ერთობლივ განცხადებაში ისრაელის საჰაერო ძალებმა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ აღნიშნეს, რომ მათ მოკლეს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის უფროსი წევრი, საიდ ატალა ალი, რომელიც მათი თქმით, ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდა ისრაელის ობიექტებზე.

„ჰამასმა“ დაადასტურა ათალა ალის ლიკვიდირება. 

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ახორციელებს.