Loading data...
ლიკვიდირებული სინვარის უმცროსი ძმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ახალი ლიდერი გახდა - WSJ

ლიკვიდირებული სინვარის უმცროსი ძმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ახალი ლიდერი გახდა, - ამის შესახებ RBC-Ukraine The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ, კატარში დაფუძნებულმა „ჰამასის“ ლიდერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ „კოლექტიური ხელმძღვანელობის საბჭო“, მაგრამ ჯგუფის ბოევიკებმა, რომლებიც ღაზას სექტორში იმყოფებიან, ამაზე უარი თქვეს და ამჟამად მოქმედებენ მუჰამედ სინვარის ხელმძღვანელობით.

WSJ-ის წყაროები, ასევე, დასძენენ, რომ „ჰამასმა“ ახლა დაიწყო ახალი მებრძოლების რეკრუტირება, დაჰპირდა მათ საკვები და სამედიცინო დახმარება  ოჯახებისთვის. დაქირავებული ბოევიკები ახორციელებენ თავდასხმებს მცირე ჯგუფებში და იყენებენ იარაღს, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ სამხედრო მომზადებას.

ისრაელის სამხედროები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ მოახერხა ასობით ადამიანის გადაბირება ბოლო თვეებში, ძირითადად ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.