ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო

შესანიშნავი ახალი ამბავი - ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამით ევროპა ახორციელებს სასანქციო დარტყმას, რომლის უგულებელყოფაც რუსეთს არ შეუძლია და სანქციების სამიზნე რუსეთის ომის ეკონომიკის გულია.
„ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ გემზე, 22 რუსულ ბანკზე დამატებითი სანქციებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და 2-ის აკრძალვით და ნავთობის ფასების ლიმიტის შემცირებით, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს სისხლიანი ფულის ამოწურვის გზა“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, ევროკავშირის შემდეგ შეერთებული შტატების დროა.
„ევროკავშირმა გზა გაკვალა. ახლა იდეალური ქარიშხლის დროა - აშშ-ის სენატმა კენჭი უყაროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს, რომელიც დამანგრეველ ტვირთს აკისრებს რუსეთის ეკონომიკას და მათ, ვინც რუსეთის აგრესიულ ომს კვებავს“, - წერს კესტუტის ბუდრისი.
Great news - 🇪🇺18th sanctions package got a green light! With that Europe unleashes a sanctions’ strike Russia can’t ignore - targeting the heart of its war economy.
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) July 18, 2025
With further sanctions on over 100 shadow fleet vessels, 22 Russian banks, ban on Nordstream 1 and 2 and lowering…