Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა საკმარისად უსაფრთხო აღარ არის

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა საკმარისად უსაფრთხო აღარ არის. ამის შესახებ Delfi იტყობინება.

როგორც ნაუსედამ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ასევე ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ბოლო მოვლენები ცალკეულ შემთხვევებად არ უნდა შეფასდეს, რადგან ისინი უფრო ფართო უსაფრთხოების ტენდენციის ნაწილია.

„გასულ კვირას ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები დაფიქსირდა. ეს არც ერთეული პროვოკაციებია და არც შემთხვევითი მოვლენები. ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირდაპირი შედეგია და კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რამდენად ახლოს არის ომი. დღეს ბალტიის ქვეყნების ცა უკვე საკმარისად უსაფრთხო აღარ არის. ჩვენ მუდმივად მზარდ ზეწოლას ვაწყდებით – დრონების შეჭრიდან და ელექტრონული ჩარევებიდან დაწყებული, საინფორმაციო თავდასხმებითა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის საფრთხეებით დასრულებული. ეს არის უსაფრთხოების ახალი რეალობა ევროპაში“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.