ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებზე: გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის მალე დასრულების ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო პროცესის სიმულაციას ახდენს, - ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ჩასვლისას განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა ევროკავშირის შემდეგი მრავალწლიანი ბიუჯეტის პერიოდამდე (რომელიც 2028 წელს იწყება) იქნება. თუმცა, ამჟამად დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ნაუსედამ.
ლიეტუვის ლიდერმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო პროცესის იმიტაციას ახდენს.
პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი წინსვლის რეალურ სურვილს არ ავლენს.
ნაუსედამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობიანი დიალოგის დაწყების მთავარი პირობაა, თუმცა ამჟამად ის არ არსებობს.
„მე ცეცხლის შეწყვეტას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აბსოლუტურ პირობად მივიჩნევ. ახლა კი ამაზე საუბარი არ არის. ამიტომ, ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო და ძლიერი, ჩვენ უნდა შემოვიღოთ სანქციების მე-18 პაკეტი“, - ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა და ახალ პაკეტს ძლიერ უწოდა, თუ არ იქნება გამონაკლისები ან დათმობები.