Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს, მეოთხეს ისევ ეძებენ

„ლიეტუვაში დაკარგული 3 ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს“, -  ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ავრცელებს. 

„ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნების დროს 3 ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ამბავი ღრმა მწუხარებით შევიტყვე. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მეოთხე ჯარისკაცს არ იპოვიან“, - წერს გიტანას ნაუსედა.