1759499582
უცხოეთი
ლიეტუვის კულტურის მინისტრი ყირიმზე შეკითხვის გამო თანამდებობიდან გადადგა

ლიეტუვის კულტურის მინისტრი იგნოტას ადომავიჩუსი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი გადადგომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჟურნალისტების მიერ ყირიმის შესახებ დასმული შეკითხვა გახდა. კერძოდ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელმა მას დაუსვა შეკითხვა, თუ ვისია ყირიმი. მინისტრმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ამ შეკითხვას კულტურასთან კავშირი არ აქვს.
ადამოვიჩუსის ქცევა მკაცრად გააკრიტიკეს მისმა კოლეგა მინისტრებმა. მოგვიანებით მან პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. შესაბამისი თხოვნით მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ინგა რუგინენეს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ადამოვიჩუსი კულტურის მინისტრის პოსტზე ერთი კვირის წინ დაინიშნა.