Loading data...
ლიეტუვა მომავალ კვირას საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ბელარუსიდან შემოფრენილი მეტეოზონდების გამო ლიეტუვის მთავრობა მომავალ კვირას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს გადაწყვეტილება „სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის არსებული საშიშროების გამო“ იქნება მიღებული. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ გააკეთა.

„სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს ოპტიმალური იქნება დღეს არსებული სიტუაციის ფონზე. მათი აზრი გავითვალისწინეთ და საგანგებო მდგომარეობას მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან ბელარუსიდან ლიეტუვაში საერთო ჯამში ასობით მეტეოზონდი შეფრინდა. შემოდგომიდან საჰაერო ბუშტები უკვე ვილნიუსის და კაუნასის აეროპორტებს მიუახლოვდა, რის გამოც მათ რეისების გაუქმება და გადადება მოუწიათ.