ლიეტუვა არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას მოთხოვნის შემთხვევაში - საგარეო საქმეთა მინისტრი
„თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის, ლიეტუვას მიმართავს თხოვნით ჯარების განთავსების შესახებ, ოფიციალური ვილნიუსი ამ წინადადებას განიხილავს“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ პარიზის სამიტის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა მაკრონმა ლიეტუვის პრეზიდენტი დაპატიჟა უკრაინაში სამხედრო მონაწილეობის გაფართოების სხვადასხვა საკითხებზე სამსჯელოდ, ლიეტუვამ ასეთი რამ არ გამორიცხა“, - აღნიშნა ბუდრისმა.
ბადრისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა იყო უსაფრთხოების კონტრიბუტორი რეგიონში და წვლილი შეჰქონდა არამხოლოდ დიპლომატიური გზით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ფორმას მიიღებს ეს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მკაფიო და კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე. ლიეტუვა არის რეგიონის უსაფრთხოების კონტრიბუტორი და არა მხოლოდ მიმღები. თუ დადგება საკითხი, მერ ეჭვიც არ მეპარება, რომ ლიეტუვის დროშა უკრაინაში იქნება“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.