Loading data...
ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, დაშავებულია, სულ მცირე, 335 ადამიანი.

გამთენიისას, ბეირუთის სამხრეთით საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

„ისრაელის მიერ ლიბანში დაბომბვები 4 მარტის დილითაც გაგრძელდა“, - წერს მედიასაშუალება.