ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-თან კომუნიკაციას წყვეტს - ირანული მედია
„თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციას წყვეტს“, - ამის შესახებ „სქაინიუსი“ ირანის სახელმწიფო მედია Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ირანი და „წინააღმდეგობის ფრონტი“ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს „სრულად დაკეტავს“.
გარდა ამისა, Tasnim-ის ცნობით, ირანმა ამჟამად ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირება დაიწყო, „თეირანი კი აქამდე ამტკიცებდა, რომ გარკვეულ გემებს მისი პირობებით მთავარ საზღვაო მარშრუტზე ატარებდა“.
„ცეცხლის შეწყვეტა ირანსა და აშშ-ს შორის ცალსახად ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც. მისი დარღვევა ერთ ფრონტზე ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ყველა ფრონტზე“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციებზე საუბრისას.