Loading data...
ლიბანში გაეროს ერთი დამკვირვებელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა

ლიბანში დისლოცირებული გაეროს დროებითი ძალების ინფორმაციით, სოფელ ადჩით-ელ-ქუსეირის მახლობლად ჭურვის აფეთქების შედეგად გაეროს სამშვიდობო ძალების ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ვის მიერ იყო ჭურვი გაშვებული, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

წინა დღეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონელი სამხედროების ავტომობილი ლიბანის სამხრეთ ნაწილში ნაღმზე აფეთქდა. აფეთქებისას ერთი სამხედრო დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ის და ისრაელის მიერ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პრო-ირანულმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიშები განაახლა. ამის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ლიბანში, „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. 15 მარტს ამ დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო შენაერთებთან ლიბანში რამდენიმე შეტაკება მოხდა.