ლიბანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონში გამოცხადებული შეთანხმება ყოვლისმომცველი ზავის მიღწევის „ბოლო შანსია“
ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ისრაელთან მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი ზავის მიღწევის „ბოლო შანსია“.
„მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შედეგები და მის შედეგად გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ლიბანის სასარგებლოდ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, წარმოადგენს საბოლოო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების უკანასკნელ შანსს. თითოეული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, თუ დადებითად არ უპასუხებს“, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.
აუნის თქმით, ლიბანი შეერთებულ შტატებს თავის პოზიციას აცნობებს, „როგორც კი შესაბამისი შიდა მხარეებისგან, განსაკუთრებით კი „ჰეზბოლასგან“, პასუხებს მიიღებენ“.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დაწყების თარიღს აშშ განსაზღვრავს და „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი განხორციელების პირდაპირი გარანტორი იქნება“.