1776846011
უცხოეთი
ლიბანის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი ვერ დაგვაშინებენ
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ ცდილობს ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას.
მისი თქმით, „ჰეზბოლა“ მათ ვერ დააშინებს.
ჩვენ ამ კურსს ვაგრძელებთ, რადგან გვჯერა, რომ დიპლომატია სისუსტეს არ წარმოადგენს, არამედ ქმედებაა, რათა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისა და ხალხის დაცვისთვის ყველა საშუალება გამოყენებული იყოს. ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, პირიქით, მსურდა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დამერწმუნეთ, „ჰეზბოლა“ ვერ დაგვაშინებს“, - აცხადებს ლიბანის პრემიერი.