Loading data...
ლიბანის პარლამენტის სპიკერი: „ჰეზბოლას“ საკუთარი თავის აღდგენის უფლება აქვს

ლიბანის პარლამენტის სპიკერმა ნაბიჰ ბერიმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ უფლება აქვს, აღადგინოს საკუთარი თავი, როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას და რომ დაჯგუფებას ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 11 თვის განმავლობაში არც ერთი გასროლა არ განუხორციელებია. 

ბერიმ დასძინა, რომ ლიბანი ასრულებს მდინარე ლიტანის სამხრეთით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ისრაელისგან განსხვავებით, რომელიც შეთანხმებას არ იცავს. ისრაელის მხარის თქმით, „ჰეზბოლა“ მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ჩუმად ცდილობს საზღვართან საკუთარი შესაძლებლობების აღდგენას, რაც ტერორისტულ დაჯგუფებაზე განმეორებით დარტყმებს განაპირობებს. 

ამასთან, ბერიმ უარყო ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ ლიბანში იარაღი საზღვაო, სახმელეთო, ან საჰაერო გზით გადააქვს.