1788976995
უცხოეთი
ლიბანის არმია: ისრაელის ბოლო თავდასხმები სამხრეთში ქვეყნებს შორის არსებულ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის
ლიბანის არმია ისრაელს ქვეყნის სამხრეთში ბოლო დღეებში განხორციელებულ სასიკვდილო ესკალაციაში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის არსებულ ჩარჩო შეთანხმებას და სამხედროების მიერ მისი განხორციელების მცდელობებს.
„ბოლო დღეებში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები, არსებულ შეთანხმებებსა და მოლაპარაკებით მიღწეულ პირობებს საფრთხეს უქმნის და რეგიონში სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართულ არმიის ძალისხმევას აფერხებს“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში.