Loading data...
ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ

ლიბანმა და ისრაელმა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სრულ განიარაღებასა და მისი წევრების გამოყვანაზე სამხრეთ ლიბანიდან.

შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ზონების შექმნას, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები კონტროლს დაამყარებენ.

მხარეები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებს 22 ივნისს განაახლებენ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიზნით.