Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ვისი დაინიცირებულია ეს „მეგობრული“ აქტი, რომელშიც მეგობრული არაფერი წერია? ჯო უილსონი არის ამის ავანგარდში, რომელიც უბრალოდ ფულს იღებს ლობიზმში. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ერთში იმეორებს „ნაცმოძრაობის“ ნარატივს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ღამის კურიერის“ ეთერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ განხილვას გამოეხმაურა. 

მაჭავარიანის თქმით, ამ აქტში მეგობრული არაფერი არ წერია და მას მოლოდინი აქვს, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა, რადგან პროცედურა დროშია გაწერილი.

„ვისი დაინიცირებულია ეს „მეგობრული“ აქტი, სადაც მეგობრული არაფერი არ წერია? ჯო უილსონი არის ამის ავანგარდში, რომელიც უფრო აქტიურობს ამ აქტთან მიმართებით. ბატონი ჯო უილსონი გაიშიფრა, ის არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ფულს იღებს ლობიზმში, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ერთი ერთში იმეორებდა "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, დღესაც იმეორებს, ერთ ერთში იგივე მესიჯბოქს. როდესაც ჩვენ ერთდღიანი ტყუილი შემოგვთავაზა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ თითქოს 15 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას ვუმარტივებდით, მათ შორის თალიბანებს. ხომ 180 გრადუსით პირიქით გავაკეთეთ, პირიქით, ვურთულებთ გაცილებით ამ პროცესებს. ჯო უილსონმა გაიღვიძა თუ არა, დადო იგივე პოსტი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.