Loading data...
Le Monde: საფრანგეთში ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა

„ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა“, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde.

მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ აღმავლობას განიცდის და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავების იმედი აქვს.

მიმდინარე თვეში გამართულ მერების არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტიამ მცირე და საშუალო ზომის ქალაქებში გაიმარჯვა, თუმცა დიდ, ურბანულ ცენტრებში წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

რამდენიმე ქალაქის ულტრამემარჯვენე მერმა ევროკავშირის დროშების ჩამოსახსნელად დრო არ დაკარგა.

„მოაშორეთ ევროპული დროშები მერიის შენობას! ადგილი დაუთმეთ საფრანგეთის დროშებს!“, - განაცხადა სამხრეთში მდებარე ქალაქ კარკასონის მერმა კრისტოფ ბარტესმა.