Loading data...
ლავროვის განცხადებით, ნატოს ბიუჯეტის გაზრდა ალიანსის დაშლას გამოიწვევს

ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის კატასტროფული ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის კატასტროფული ზრდა, ასევე, გამოიწვევს ამ ორგანიზაციის კოლაფსს“, - აღნიშნა მან CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე .

როგორც ლავროვმა დასძინა, რუსეთი სამხედრო ხარჯების საკითხში ჯანსაღი აზროვნებით ხელმძღვანელობს და არა „შორეული საფრთხეებით“, როგორც ამას ნატო აკეთებს.