Loading data...
ლავროვი უკრაინაზე - როდესაც გვეუბნებიან: „მოდით, ზავი დავდოთ და შემდეგ ვნახოთ“ - არა, ბიჭებო! ეს აღარ გვინდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტით, რუსეთი არ მოტყუვდება. 

„რუსეთი არ მოტყუვდება იმ ადამიანების მიერ, ვინც უკრაინაში ჯერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას და შემდეგ კონფლიქტის მოგვარებაზე გადასვლას გვთავაზობს. როდესაც გვეუბნებიან: „მოდით, ზავი დავდოთ და შემდეგ ვნახოთ“ - არა, ბიჭებო. ჩვენ ეს ისტორიები გავლილი გვაქვს და აღარ გვინდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა მასწავლებლებთან და სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას. 

ინფორმაციისთვის, 16 მაისს, სტამბოლში 2022 წლის შემდეგ პირველად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.