1758101798
უცხოეთი
ლავროვი: უკრაინა და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან და რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ

„რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან, რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ გაერო მსგავს განცხადებებს მხარს უჭერს და დასავლეთთან და უკრაინასთან ერთად რუსეთის დასჯას მოითხოვს.
რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს“, - აღნიშნა ლავროვმა.