Loading data...
ლავროვი: სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საკითხია, თუმცა ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ეს ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონიკური ათასწლიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ეკლესია გაუმართლებელი თავდასხმების ობიექტი გახდეს ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე“, - აღნიშნა ლავროვმა.