Loading data...
ლავროვი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე: ვიმედოვნებთ, დასავლეთის ქვეყნები, ამჯერად, ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან

რუსეთი იმედოვნებს, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების ფონზე შექმნილი სიტუაცია ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე მოგვარდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ცდილობენ ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარკვეული შიდა მოვლენებით, რათა წინ წასწიონ საკუთარი ინტერესები შესაბამისი ქვეყნის სხვა პარტნიორების ინტერესების საზიანოდ, ვიმედოვნებთ, რომ, ამჯერად, ისინი ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან“, - აღნიშნა ლავროვმა.