Loading data...
ლავროვი: რუსეთი უარს ამბობს ტერმინ „არამეგობრული ქვეყნების“ გამოყენებაზე

რუსეთი უარს ამბობს ტერმინ „არამეგობრული ქვეყნების“ გამოყენებაზე,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რუსეთი უარს ამბობს ტერმინ „არამეგობრული ქვეყნების“ გამოყენებაზე, თუმცა ის კანონმდებლობაში რჩება. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თავის გამოსვლაში განაცხადა, მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არ გვყავს არამეგობრული ქვეყნები, არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ჰყავთ არამეგობრული მთავრობები რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.