Loading data...
ლავროვი: რუსეთი მზადაა, იურიდიულად გააფორმოს თავისი გეგმები ევროპაზე თავდასხმისგან თავის შეკავების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს და მზადაა, ეს „წერილობით, იურიდიულ დოკუმენტში“ დააფიქსიროს. ამის შესახებ ლავროვმა საელჩოში მრგვალ მაგიდასთან გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთს არ აქვს აგრესიული გეგმები ნატოს წევრებისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ და ისაუბრა „საერთო, კოლექტიურ გარანტიებზე“.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე აგრესიული გეგმები, პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა, არც ნატოს წევრების და არც ევროკავშირის წევრების წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი გარანტიები წერილობით, იურიდიულ დოკუმენტში გავაფორმოთ“, - განაცხადა მან.

რუსმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები, რომლის მიხედვითაც, უკრაინა გახდება „არაალიანსური, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფო“. ლავროვი კვლავ დაიმუქრა, რომ რუსეთი უკრაინაში მყოფ ევროპულ კონტინგენტს „ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ“ მიიჩნევს.