Loading data...
ლავროვი: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ამ ეტაპზე მარტივი ნამდვილად არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ამ ეტაპზე მარტივი არ არის. ამის შესახებ ლავროვმა 2024 წლის რუსული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„რაც შეეხება დღევანდელ ურთიერთობებს [მოსკოვსა და ერევანს შორის], ოფიციალურ დონეზე მარტივი არ არის“, - განაცხადა ლავროვმა. 

ინფორმაციისთვის, სომხეთმა 2024 წელს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა შეაჩერა. 

„ჩვენი აზრით, სომხეთის მიმართ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არ განხორციელებულა, განსაკუთრებით, 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.