Loading data...
ლავროვი: პუტინს გაუკვირდა, რომ ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონმა „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დააწესა

მოსკოვი გაკვირვებული დარჩა, რომ ვაშინგტონმა ანკორიჯის მოლაპარაკებების შემდეგ რუსული კომპანიების, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ანკორიჯში რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე.

სანქციები ძალაში რჩება. გარდა ამისა, პირველად, ჩვენი უმსხვილესი ნავთობკომპანიების, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ ახალი, ძალიან მკაცრი სანქციები დაწესდა. ეს ანკორიჯში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა. [რუსეთის ფედერაციის] პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] გაკვირვებული იყო. ანკორიჯში შევთანხმდით, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.