Loading data...
ლავროვი: პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყისია

ვლადიმირ პუტინის წინადადება, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უკრაინაში დროებითი ზავის შესახებ, კიევთან წინასწარი პირობების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყისია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენი წინადადება, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გააჟღერა, არის პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყისი, წინასწარი პირობების გარეშე. ზავი [30 დღით, რომელსაც უკრაინა ითხოვს] ამ სიტუაციაში განიხილება, როგორც წინასწარი პირობა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.