Loading data...
ლავროვი მაკრონის სატელეფონო ზარზე: პუტინი თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს ამბობს უარს დიალოგზე ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„იცით, მგონი პასუხი აშკარაა. პასუხი იმ პრინციპებშია, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ის ჭეშმარიტად თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს ამბობს უარს დიალოგზე რაღაც ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ლავროვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რატომ პასუხობენ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, როდესაც ის მოსკოვში რეკავს.

მისი თქმით, კრემლმა სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ყველაფერი დანარჩენი დიპლომატიური ტრადიციის საკითხია“, - დასძინა ლავროვმა.