Loading data...
ლავროვი: დასავლეთში გაკეთებული განცხადებები, რომ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებით უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება, სასაცილოა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებით უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება, სასაცილოა. 

ლავროვის თქმით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დასავლეთს ორმაგი სტანდარტი აქვს. 

„ჩვენი დასავლელი კოლეგების მთელი პათოსი მიზნად ისახავს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას - „შეაჩერე რუსეთი, დაუბრუნდი 1991 წლის საზღვრებს და ომი შეწყდება“, ეს სასაცილოა“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.