1776597311
უცხოეთი
ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი არ არის.
„ჩვენ მივესალმებით სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ინფორმაციისთვის, 16 თებერვალს შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.
9 მარტს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები გადაიდო.