Loading data...
ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების კონკრეტული ვადები არ აქვს

რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ვადები არ აქვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში უკრაინელ და ამერიკელ მომლაპარაკებლებს შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა

„გსმენიათ ჩვენი საუბარი ვადებზე? ჩვენ გვაქვს დავალება და მისი შესრულების პროცესში ვართ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ „ახლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა რაიმე ეტაპის განსაზღვრის, ან რაიმე პროგნოზის გაკეთების მცდელობა“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეიძლება გაიმართოს, „რათა წერტილი დაისვას“.