Loading data...
ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ს გაუგზავნეს წინადადება, აღმოფხვრან ბარიერები, რათა შტატებთან ურთიერთობების სრულყოფილად გაჯანსაღება მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ს გაუგზავნეს წინადადება, აღმოფხვრან ბარიერები, რათა შტატებთან ურთიერთობების სრულყოფილად გაჯანსაღება მოხდეს.

„რუსული მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადავიდეთ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის პირდაპირი ავიაკავშირის აღდგენასა და ჩვენი ჩამორთმეული დიპლომატიური საკუთრების დაბრუნებაზე. ამერიკელებს გადაეცათ წინადადებები ამ სერიოზული ბარიერების აღმოსაფხვრელად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების სრულყოფილი გაჯანსაღების გზაზე“, - აცხადებს ლავროვი. 

ლავროვმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ აშშ წავა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, მაშინ აშშ-ისთვის ძალიან მოგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, რომელთა შორისაც ლავროვმა დაასახელა მინერალები.