Loading data...
ლავროვი: აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების ესკალაცია ფეთქებადსაშიშია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ამჟამინდელი ესკალაცია პოტენციურად ფეთქებადსაშიშია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი ესკალაცია პოტენციურად ფეთქებადსაშიშია არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. აქ ძალიან ბევრი ნაღმია, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის, უბრალოდ ელოდებიან, როდის დააბიჯებენ ფეხს“, - აღნიშნავს ლავროვი.