1748288480
უცხოეთი
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა კიდევ 1500 ლატვიურ დრონს მიიღებს

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სფრუდმა უკრაინაში 1500 დრონის მორიგი პარტიის გაგზავნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
სფრუდმა აღნიშნა, რომ უკრაინა ლატვიისგან კიდევ 1500 საბრძოლო დრონს მიიღებს, თუმცა მათი მიწოდების ვადები არ დააკონკრეტა.
„ორი ლატვიური კომპანია, საერთაშორისო დრონების კოალიციის ფარგლებში, წლის პირველ ნახევარში 12 000 დრონს მიაწვდის“, - განაცხადა მან.
🇱🇻🤝🇺🇦 Uz Ukrainu no Latvijas tiek piegādāti vēl 1500 kaujas droni.
— Andris Spruds (@AndrisSpruds) May 26, 2025
Divi Latvijas uzņēmumi starptautiskās dronu koalīcijas ietvaros gada pirmajā pusē piegādās 12000 dronus.#MilitaryIndustry #DroneCoalition #StandWithUkraine pic.twitter.com/3zccc8l5dT