Loading data...
ლატვიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.

„გადავწყვიტე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დავტოვო - რათა დავიცვა ლატვიის არმია პოლიტიკურ კამპანიაში ჩათრევისგან“, - განაცხადა სპრუდსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გადადგომა არ ნიშნავს აღიარებას, რომ მან თანამდებობაზე ყოფნისას საკმარისი არ გააკეთა.

„პირიქით, ლატვიის თავდაცვისუნარიანობა ახლა მაღალ დონეზეა. კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი? დიახ, მაგრამ ლატვიის არმია, მოკავშირეებთან ერთად, მზადაა დაიცვას ქვეყანა“, - აღნიშნა სპრუდსმა.

ყოფილი მინისტრის თქმით, ბოლო დროს თავდაცვის სექტორში ბევრი რამ გაკეთდა, ასევე, ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის გასაუმჯობესებლადაც. „ლატვიის არმია ძლიერია. ლატვიის თავდაცვის ინდუსტრია მუშაობს. და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, საკუთარი კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, შეარყიოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისადმი ნდობა“, - დასძინა მან.