Loading data...
ლატვიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ცენტრისტული პარტია „ერთიანი სია“ ლიდერობს

ლატვიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ცენტრისტული პარტია „ერთიანი სია“ ლიდერობს და სავარაუდოდ, ხმათა 35.6%-ს მიღებას შეძლებს.

„ეს გასაკვირად კარგია. არ ველოდებოდი ასეთ შედეგს“, – განაცხადა კულბერგსმა პარტიის სათავო ოფისში.

მისი თქმით, ის არ ითანამშრომლებს არცერთ პრორუსულ პარტიასთან და განსაკუთრებით კი გამორიცხავს პარტიასთან „ლატვია პირველ რიგში“ კოალიციას, რომელიც ეგზიტპოლის მიხედვით, ხმათა 11.3%-ით მეორე ადგილზეა და 2022 წლის არჩევნების შედეგები თითქმის ორჯერ გააუმჯობესა.

100-მანდატიან სეიმში ადგილების მოსაპოვებლად სულ 14 პარტია იბრძვის. სეიმში მანდატისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, უმრავლესობის ფორმირებას კი 51 ადგილი სჭირდება.