Loading data...
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ internazionale.it იუწყება.

პრემიერის გადადგომის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გახდა. სკანდალი ორ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით შეიქმნა. სავარაუდოდ, ორი უკრაინული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა. ისინი არავის გაუნეიტრალებია და საბოლოოდ, დრონები ქალაქ რეზეკნეს მახლობლად მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, სილინამ ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი თანამდებობიდან გადააყენა. ამან კი, მმართველ კოალიციაში განხეთქილება გამოიწვია. ორივე პარტიამ გამოაცხადა, რომ მთავრობა, ფაქტობრივად, ჩამოშალა.

„მე რთული, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა სილინამ საკუთარი გადადგომის კომენტირებისას.