Loading data...
ლატვიაში ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები გაიმართება

ნატოს 14 ქვეყნის სამხედროები ლატვიაში სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ყველაზე მასშტაბურია „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ. წვრთნების ძირითადი მიზანია მოსკოვისთვის იმის ჩვენება, რომ ალიანსის საკუთარ წევრებს დაიცავს. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცივი ომის“ შემდეგ ნატოს ქვეყნებს ერთად პრაქტიკულად არ უბრძოლიათ, ახლა კი კოალიციური ომისთვის მზადება ნატოს პრიორიტეტი ხდება.

გამოცემის ცნობით, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს განსხვავებული პოზიცია აქვთ ალიანსში უკრაინის და სხვა კანდიდატების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე შეთანხმება ვერ ხდება ნატოს ბიუჯეტთან და მის მომავალ გენერალურ მდივანთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2014 წელს ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვაზე მინიმუმ მშპ-ს 2%-ს დახარჯავენ.

ნატოს ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ დღეს რუსეთის სამხედრო აგრესიის ნატოს რომელიმე წევრის წინააღმდეგ ნაკლებად რეალურია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვი ამისთვის შეიძლება მზად იყოს.

ნატოს სამხედრო წვრთნები ყველაზე მასშტაბურია 1988 წლის შემდეგ, მასში 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 1100 საბრძოლო მანქანა, 80 თვითმფრინავი და 50 საბრძოლო ხომალდი მიიღებს მონაწილეობს.