Loading data...
ლარს კლინგბეილი: გერმანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას აიღებს

გერმანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას აიღებს, - ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბეილმა განაცხადა.

„მთავარი ის არის, რომ საბოლოო ჯამში არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ უკრაინას აღარ დაესხებიან თავს და რომ პუტინი აღარ გაბედავს უკრაინაზე თავდასხმას“, - აღნიშნა კლინგბეილმა კიევში პირველი ვიზიტის დროს.

კლინგბეილმა, რომელიც ასევე გერმანიის ფინანსთა მინისტრია, განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია უკრაინის არმიის გაძლიერება და უკრაინაში იარაღის წარმოების გაზრდა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღება უკრაინელების გარეშე არ უნდა მოხდეს და მოლაპარაკებების პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.

„ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა. მჯერა, რომ წინ გრძელი გზაა, მაგრამ ვერ ვხედავ იმას, რომ პუტინი აზრს შეიცვლის და ნამდვილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოისურვებს“, - დასძინა ლარს კლინგბეილმა.