Loading data...
Kyiv Independent: დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაურეკავს მას შემდეგ, რაც მისი წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.