1761728926
უცხოეთი
კვლევის მიხედვით, ტრამპის რეიტინგი დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის რეიტინგი დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი Ipso-სთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ ემხრობა დონალდ ტრამპის საქმიანობას, თუმცა 57% ტრამპის საქმიანობას არ ემხრობა.
მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, Reuters/Ipsos-ის ყველა გამოკითხვის თანახმად, ტრამპის მოქმედებებს არ ემხრობოდა 52%, რაც 5%-ით ნაკლებია ოქტომბრის გამოკითხვებთან შედარებით.