Loading data...
კვიპროსში სიცხისგან ორი ადამიანი დაიღუპა

კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა რეკორდული სიცხის გამო.

„84 წლის ქალი პარასკევს საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა“, - განაცხადა სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტრო თქმით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ სამი ხანდაზმული პაციენტი.

მედიის ცნობით, კუნძულზე ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, ასევე, ართულებს ხანძრის ჩაქრობას, განსაკუთრებით დედაქალაქ ნიკოსიის სამხრეთ-დასავლეთით მთიან მხარეში, სადაც 3,2 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყე დაიწვა, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს.

ამ კვირაში საბერძნეთმა დახურა თავისი უძველესი ტურისტული ადგილები უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო.