Loading data...
ყველაზე დიდი კოზირი: ირანს აქვს იარაღი, რომელსაც ჰორმუზის სრუტეში ქაოსის გამოწვევა შეუძლია - Wall Street Journal

„ირანს ჯერ არ გამოუყენებია მთავარი კოზირი, რომელიც მას აქვს. საუბარია ჰორმუზის სრუტის სრულ დანაღმვაზე, რამაც შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი გამოიწვიოს და ნავთობის ექსპორტი შეაჩეროს“, - ამის შესახებ RBC The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

ექსპერტები საზღვაო ნაღმებს თეირანის ყველაზე საშიშ იარაღად მიიჩნევენ.

როგორც მედიასაშუალება წერს, ირანმა უკვე დაიწყო ჰორმუზის სრუტის დანაღმვა. ჯერჯერობით მხოლოდ ათეულობით ნაღმია დაფიქსირებული, თუმცა ირანის პოტენციალი გაცილებით მეტია. 

„მთავარი პრობლემა ამ იარაღის გამოყენების სიმარტივეა. ირანს სრუტის დასანაღმად დიდი გემები არ სჭირდება; ამ ამოცანის შესრულება ჩვეულებრივი სათევზაო გემებიდან მყვინთავებსაც შეუძლიათ. 

ისტორიას ამ რეგიონში მსგავსი ინციდენტები ადრეც უნახავს: 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, აშშ-ის საზღვაო ძალებმა სცადეს გემების ესკორტირება ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ფრეგატი ირანულ ნაღმს შეეჯახა, რამაც სერიოზული სამხედრო კრიზისი გამოიწვია“, - წერს მედიასაშუალება.