1772436174
უცხოეთი
ქუვეითში ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-15 ჩამოვარდა
ქუვეითში ამერიკელმა ავიაგამანადგურებელმა F-15-მა კატასტროფა განიცადა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ამის შესახებ turkiyetoday.com იუწყება.
თვითმფრინავი აშშ-ის ალ-სალემის ავიაბაზიდან 10 კმ-ში ჩამოვარდა.
მომხდარის მიზეზები უცნობია. ინტერნეტში ვრცელდება მოსაზრება, რომ ავიაგამანადგურებელი, შესაძლოა, „მეგობრული ცეცხლით“ შემთხვევით ჩამოაგდეს.
აშშ-ის საელჩომ ქუვეითში 2 მარტს კვლავ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ირანის მხრიდან რაკეტებით და დრონებით შეტევების საფრთხე არსებობს.