1752051286
უცხოეთი
ქურთების ლიდერი, აბდულა ოჯალანი ციხიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთთან შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა

ქურთების ლიდერი აბდულა ოჯალანი ციხიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთთან შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა.
ქურთების ლიდერმა ქურთებს დემოკრატიულ პოლიტიკაზე სრული გადასვლისკენ მოუწოდა.
ოჯალანმა თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, შექმნას კომისია განიარაღების ზედამხედველობისა და უფრო ფართო სამშვიდობო პროცესის მართვის მიზნით.
„შეიარაღებული ბრძოლის ფაზა დასრულდა. ეს დანაკარგი კი არა, ისტორიული მოგებაა. შეიარაღებული ბრძოლის ეტაპი ახლა ნებაყოფლობით უნდა შეიცვალოს დემოკრატიული პოლიტიკისა და სამართლის ფაზით“, - განაცხადა აბდულა ოჯალანმა მიმართვაში.