Loading data...
„ყურადღების გამახვილება არ ღირს“ - კრემლი პუტინთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის განცხადებაზე

კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა. 

როგორც პესკოვმა აღნიშნა, მერცმა პუტინთან დაკავშირებით „ცუდი“ განცხადება გააკეთა. 

ფრიდრიხ მერცმა ბოლო საათებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ არაერთი „ცუდი“ განცხადება გააკეთა. მის განცხადებაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს“, - განაცხადა პესკოვმა. 

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

„პუტინი ომის დამნაშავეა. ის, ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა, რომელსაც ასეთი ფართომასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან: ლმობიერებისთვის ადგილი არ არის“, - აცხადებს ფრიდრიხ მერცი.